სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის უფლება ქართული და ევროპული სამართლის მიხედვით

Nino Botchorishvili
2022
კონსტიტუციური სახელმწიფოს შექმნაში სამართალი გადამწყვეტ როლს ასრულებს. დემოკრატიულ ქვეყნებში საკანონმდებლო აქტები საზოგადოების მთლიანობის საწინდარია. სწორედ ამიტომ კონსტიტუციური სისტემა სამართლის უზენაესობის გარეშე წარმოუდგენელია. სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების მნიშვნელოვანი ელემენტია სასამართლო განხილვის საქვეყნოობის პრინციპი. ამ პრინციპის არსებობა არამხოლოდ მხარეების, არამედ საზოგადოების ინტერესებშიც შედის. სასამართლო განხილვის საქვეყნოობის პრინციპის რეალური მოქმედება განაპირობებს
more » ... ზოგადოების ნდობის ხარისხს მართლმსაჯულებისადმი. სასამართლო განხილვის საქვეყნოობის პრინციპი შეიძლება, დავყოთ ორ ნაწილად: პირველი სასამართლო სხდომის საქვეყნოობა, რომელიც აბსოლუტური ნორმა არ გახლავთ და საქართველოს კონსტიტუციით მხარის მოთხოვნით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება სასამართლომ დახურულადაც გამოაცხადოს სხდომა, და მეორე – სასამართლო გადაწყვეტილების საქვეეყნოობა, რომელიც, პირველისაგან განსხვავებით, აბსოლუტური ნორმაა და საქართველოს კონსტიტუცია არ უშვებს რაიმე გამონაკლისს სასამართლო გადაწყვეტილების საქვეყნოდ გამოცხადებასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, ქართულ კანონმდებლობაში გვხვდება როგორც საქვეყნოობისა და საჯაროობის ტერმინების ერთი და იგივე მნიშვნელობით გამოყენების მაგალითები, ისე - საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო ნორმა, რომელიც უშვებს მხარის შუამდგომლობით სასამართლო გადაწყვეტილების საჯაროდ არგამოცხადების შესაძლებლობას.
doi:10.48614/gttu.11.2021.4415 fatcat:k5yabcor4bd4bnloezjyzyl7xa