საკომუნიკაციო პროცესის არავერბალური შემადგენელის ადგილი და როლი კომუნიკაციაში

TAMAR DIASAMIDZE
2021 ინოვაციური ეკონომიკა და მართვა  
თამარ დიასამიძე ასისტენტ პროფესორი ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმი, საქართველო. E-mail: t.diasamidze@bntu.edu.ge http://orcid.org/0000-0002-4978-4868 მოკლე აღწერა როგორც ცნობილია, ენის მთავარი დანიშნულებაა ადამიანებს შორის კომუნიკაციის დამყარება. კომუნიკაცია მეტად რტული პროცესია. იგი წარმოადგენს ინფორმაციის, იდეების აზრების გაცვლას, კომუნიკაციისას დიდი მნიშვნელობა აქვს არავერბალურ კომუნიკაციას, ვინაიდან ის კომუნიკაციის განუყოფელი ნაწილია. კომუნიკაციის არავერბალურ საშუალებებს,
more » ... ლურ საშუალებებს, რომლებიც ისტორიულად ვერბალურზე ადრე გაჩნდა, გააჩნიათ ადრესატზე ძლიერი ზემოქმედების უნარი, მათი მეშვეობით შესაძლებელია ზოგჯერ ისეთი ინფორმაციის გადმოცემა, რომეთა გამოხატვაც ძნელია ან რაიმე მიზეზთა გამო უხერხულია სიტყვებით. არავერბალურ მანიშნებლებს უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ინტერპერსონალურ კომუნიკაციაში; დადგენილია, რომ ადამიანთა ურთიერთობისას კომუნიკაციის 90% გამოსახვის არავერბალური საშუალებებით (ხმით, გამომეტყველებითა და სხეულის მოძრაობით) ხდება და საშუალოდ მხოლოდ 10% გადაიცემა ვერბალურის დახმარებით. აქედან გამომდინარე ჩვენ მიზნად დავისახეთ არავერბალური კომუნიკაციის ცნების დაზუზტება ანთროპოცენტრისტულ და ფსიქოლონგვისტურ კონტექსტებში; არავერბალური ნიშნების განზომილებების თავისებურებების გამოვლენა; ენობრივი პროცესების და არავერბალრი კომუნიკაციის ურთიერთდამოკიდებულების გამოვლენა და მათი როლის დიფერენციაცია; ნაშრომის სიახლე და ორიგინალურობა გამოიხატება იმ ფატქში, რომ მე-20 საუკუნის ბოლოდან მოყოლებული ,სულ უფრო ნათლად იკვეთება არავერბალური კომუნიკაციის სფეროს სპეციალისტების საჭიროება. კომუნიკაციის არავერბალური ასპექტების სიღრმისეული და თანმიმდევრული შესწავლა მხოლოდ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო. არსებობს არავერბალური კომუნიკაციის არსის გამომხატველი რამოდენიმე პრინციპი: არავერბალური კომუნიკაცია ყოველთვის გადაიცემა, მოსაუბრის სურვილის მიუხედავად; არავერბალური კომუნიკაციით საუკეთესოდ გამოიხატება ემოციები, დამოკიდებულება, რაც ხშირად ძნელად გამოითქმის სიტყვებით. ამრიგად, არავერბალური კომუნიკაცია მრავალგანზომილებიანი, მრავალფეროვანი, ვერბალურის პარალელური პროცესია, რომელიც ძირითადად ქვეცნობიერად მიმდინარეობს.
doi:10.46361/2449-2604.8.1.2021.28-36 fatcat:afuajn4lnfdw3cok7iu25jdix4