ჩინეთისადმი დამოკიდებულების ცვლილება ოცდამეერთე საუკუნის რუსულ მედიასივრცეში

Davit Andguladze
2021
სტატია ეხება თანამედროვე მსოფლიოს ორი დიდი სახელმ­წიფოს - რუსეთისა და ჩინეთის - ურთიერთ მიმართებას ოცდამ­ეერ­თე საუკუნეში, კერძოდ, რუსულ მედიასივრცეში ჩინეთის პოზიტიურ აღქმას, რაც, ბოლოწლების განმავლობაში, ერთგვარ ტრენდად იქცა, რასაც, ბუნებრივია, თავისი მიზეზები და მიზ­ნები გააჩნია. როგორც ცნობილია, მედია დიდ გავლენას ახდენს საზოგად­ოებრივი ცნობიერების, სტერეოტიპების, დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე, შესაბამისად, მედიასივრცის კონტროლი, გარკ­ვე­ულწილად, საზოგადოებრივი აზრის კონტროლსაც ნიშნავს.
more » ... სეთი ტიპის კონტროლის შესაძლებლობები მით უფრო დიდია, რაც უფრო ნაკლებად დემოკრატიულია ქვეყანა. ასეთ ქვეყნებში, მედიაზე კონტროლის გამკაცრება შეიძლება განპირობებული იყოს ბევრი ფაქტორით - პოლიტიკურით, ეკონომიკურით, კულ­ტუ­რულით და ა.შ. თანამედროვე რუსეთმა თავი ბევრი მიმართულებით რთულ მდგომარეობაში ჩაიყენა. დასავლეთის მიერ ინიცირებული სან­ქც­იები უბიძგებს რუსეთის ხელისუფლებას აღმოსავლეთ­ისაკენ, კერძოდ კი, ჩინეთისაკენ. ბოლო ათლწულის განმავლობაში მოს­კოვსა და პეკინს შორის კავშირი უპრეცედენტოდ მჭიდროა, რის გამართლებასაც სპეციალური კამპანია სჭირდება ისეთ ქვეყანაში, როგორიც რუსეთია, სადაც მოსახლეობის და პოლიტიკური ელი­ტების ჩინეთისადმი დამოკიდებულება, ტრადიციულად ფრთ­ხილი და ნეგატიურია. აღმოსავლური გეზის გასამართ­ლებლად რუსულ მედიასივრცეში ინტენსიურად ხდება ჩინური კულ­ტურის, ენის, ეკონომიკური წარმატების, პოლიტიკური მოწყო­ბის და ა.შ. პოპულარიზება, შექმნილია სპეციალური საინფო­რმაციო აპლიკაციებიც კი. სტატიაში განხილული ორმხრივი პოლიტიკური და ეკონო­მიკური ურთიერთობების ანალიზის შედეგად ცხადი ხდება, რომ დასავლეთთან დაპირისპირების ფონზე, რუსეთის დამოკი­დებულება ჩინეთზე სულ უფრო მეტად იზრდება, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ჩინეთის პოზიტიური როლის ზრდას რუსულ მედიასივრცეში.
doi:10.48614/hos.4.2021.60-75 fatcat:nxzdjzdvtfb4pamx4bwzi3t3bi