იაპონური აზროვნების ლაბირინთებში

Mariam Chalabashvili
2021
იაპონური აზროვნების სტილი დღემდე გამოცანად რჩება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის, მათ შორის - საქართვ­ელო­ს­თ­ვის. ბევრია ისეთი იაპონური სიტყვა თუ ფრაზა, რომლის თარგმანიც არსს ვერ სწვდება, სწორედ ასეთია: იკიგაი(生き甲斐)და ვაბი-საბი (わびさび). თუმცა ორივე მათგანი არა მხოლოდ სიტყვ­ებად, არამედ ცალკე აღებულ აზროვნების სტილად თუ ცხოვრების წესად შეიძლება განვიხილოთ. იკიგაის (ცხოვრების მიზეზი, ღირებულება) სიტყვის ეტიმო­ლო­გიას უკავშირებენ ჰეიანის პერიოდს (794-1185). როგორც იაპონელი კლინიკური ფსიქოლოგი
more » ... რო ჰასეგავა აღნიშნავს, იკიგაის შემა­დგენელი გაი მომდინარეობს იაპონური სიტყვიდან კაი - ნიჟარა, რაც ჰეიანის პერიოდში (და ბევრად ადრეც) ღირე­ბულ ნივთს წარმო­ადგენდა, თამაშ - კაიავასეში გამოიყენებოდა და ხელოვანები დაკა­ვე­ბულები იყვნენ მათი ხელით მოხატვით. გაი აგრეთვე გვხვდება სიტყვაში ჰატარაკიგაი (შრომის ფასი) და ფრაზაში- იარი­გაიგაარუ (გაკეთების ფასი, ღირებულება, გაკეთ­ებად ღირს), ასო­ბიგაი (თამა­შის ფასი, ღირებულება). შესაბა­მისად, გაი ღირე­ბულებას უკავში­რდება და იკიგაიც შეიძლება ვთარგმნოთ, როგორც "სიცოცხლის ღირებულება", "ის, რისთ­ვისაც ცხოვრება ღირს". იგი შესაძლოა შევა­დ­აროთ მზესუმზირის ყვავილს, რომლის ცენტრშიც მზესუმზირის მარცვლები იკიგაის წყაროა, ყვავილის ფურცლები კი - იკიგაი-კანის გრძნობა, რომ­ე­ლიც ადამიანს იკიგაის წყაროსადმი უჩნდება. იაპო­ნიაში არს­ებობს ასეთი გამოთქმა: "ათი ადამიანი, ათი ფერი", და მარ­თ­ლაც, რამდენი ადამიანიცაა, იმდენი იკიგაი შეიძლება არსებო­ბდეს. იაპონელები ისე მიჰყვებიან საკუთარ იკიგაის, რომ არ სჭირდ­ებათ თავად სიტყვის ხსენება. რაც შეეხება ვაბი-საბის(რომლის პესიმისტური აღქმაც XIV საუკუნიდან თანდათან შეიცვალა), ეს იაპონური კონცეფცია გვთა­ვაზობს სილამაზის დანახვას წარმავლობაში, დაუსრულებ­ლობასა და ნაკლოვანებაში. იგი იაპონელების ყოველდღიურ­ობას­თან ისეა შესისხლხორცებული, რომ მისი მნიშვნელობის გადმოცემა სიტყვი­ერად იაპონელებს უჭირთ, თუმცა მისი არსის აღქმა შესაძლებელია კინცუგის ხელოვნებასა თუ იაპონური სახლების დიზაინში.
doi:10.48614/hos.4.2021.8-19 fatcat:6u5t3eaxmzfxnbpuz2zkuancsm